დღე გეომაგნიტურია. აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები. ამ გეომაგნიტური დღის მთავარი ფაქტორი კი დღევანდელი სავსემთვარეობაა, რომლის პიკიც საღამოს 20:50 საათზე დადგება. თუმცა მთელი დღე განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
სავსემთვარეობა მზისა და მთვარის ენერგიების დაპირისპირებას ნიშნავს, რომელიც ვერძი-სასწორის ზოდიაქოს ღერძზე მიმდინარეობს. მზისა და მთვარის ენერგიების ეს ურთიერთდაპირისპირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს აგრესიის, დეპრესიის, კონფლიქტებისა და სხვადასხვა სახის დაძაბულობის გამოვლენას.
ამასთან, ყურადღება უნდა მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდსაც, რომელიც დღეს 12:33 საათზე დაიწყება და 14:25 საათამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთში უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის რეკომენდაციები:
დღის განმავლობაში გაიზრდება შეცდომების დაშვების ალბათობა. შესაძლოა გაძლიერდეს ტრავმული და ავარიული ტენდენციებიც, გაუარესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გამოვლინდეს სხვა ნეგატიური მოვლენები. ამიტომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. რისკის ჯგუფში განსაკუთრებით ხვდება კისრის არე, ენდოკრინული სისტემა, თირკმელები და თავის არე. თუმცა, ბუნებრივია, ყველა ნეგატიური ტენდენცია დამატებით ყურადღებას მოითხოვს.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებსა და ზედმეტ დაძაბულობას, რადგან დღეს ენერგოველის დაბინძურების ტენდენცია მაღალია. ახალი საქმის დაწყებაც სასურველი არ იქნება. უმჯობესია, მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ.
მოერიდეთ ყიდვა-გაყიდვას, სესხის გაცემასა და აღებას, ანალიზების ჩაბარებას, ახალი ფეხსაცმლის შეძენასა და ჩაცმას. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ხელშეკრულებების გაფორმებასა და წესების დარღვევას. ქორწინებაც დღეს სასურველი არ არის.
სამაგიეროდ, დღე კარგია შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, ფოტოგრაფიისა და კულინარიისთვის, ასევე საქველმოქმედო საქმიანობისთვის. დღეს შეგიძლიათ ინტუიციას დაეყრდნოთ, თუმცა ამავდროულად აკონტროლეთ ზედმეტი ემოციები და ნეგატიური აზრები.
დღის ფერები და მინერალები:
მინერალებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მარჯანი, გიშერი, ამეთვისტო, იაგუნდი და მარგალიტი. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი კოსმოსური ენერგიებისა და შესაბამისად, ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.
ხოლო ფერებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ იისფერი, ვერცხლისფერი, ლურჯი, მწვანე, წითელი, ყვითელი და ცისფერი ტონები. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემები, ტერფები, გრძნობათა ორგანოები, თავის არე და სისხლძარღვები. ამ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციებისა და სხვა ჩარევების ჩატარება დღეს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, სასურველი არ არის.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე ყველაზე კარგია ვერძისა და ტყუპების ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია მორიელისა და თხის რქას ნიშანთათვის, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.