მზე დღეს იმყოფება მშვიდობიან, კომპრომისულ და მეტად დიპლომატიურ სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო მთვარე – ზედმეტად აგრესიულ, პირდაპირ და ზოგიერთ შემთხვევაში, შემტევ ვერძის ნიშანში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად უფრო მეტად იჩენენ თავს დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანის ხასიათში
დღის რეკომენდაციები:
ადამიანებში დღეს მოიმატებს ინტუიცია, თუმცა ზედმეტად ნუ გადაიღლებით, რადგან გადაღლის შემთხვევაში უფრო ადვილად დაუშვებთ შეცდომებს. არაკომპეტენტურობამ დღეს შესაძლოა აგრესიულობა გამოიწვიოს ადამიანურ ურთიერთობებში.
მთლიანობაში, დღე კარგია ქორწინებისთვის, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და პატიებისთვის. ასევე, დღე დადებითია სწრაფად შესრულებადი საქმეებისთვის, ტექნიკასთან დაკავშირებული საკითხებისთვის, მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის, პირადი ნივთებისა და სპორტული პროდუქციის შესაძენად. კარგია ტურიზმისა და ექსკურსიებისთვის, სპორტული ღონისძიებებისთვისაც.
მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, კაპიტალის დაბანდებას, ხელშეკრულებების ხელმოწერასა და წესების დარღვევას. დაჯარიმების ალბათობა საკმაოდ მაღალი იქნება. დღეს ნანახ სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციოთ.
ჯანმრთელობა:
ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება თავის არე, სისხლძარღვები და გრძნობათა ორგანოები. დღე კარგია თირკმელების, ენდოკრინული სისტემის მკურნალობისთვის.
კვების რაციონში დაამატეთ მეტი ისპანახი და ბროკოლი, რომლებიც აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს და სასარგებლოდ მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
დღეს არ არის სასურველი სტომატოლოგიური ოპერაციების ჩატარება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევებისა. ზედმეტად ნუ გადაღლით თვალებს.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ბრილიანტი. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს დადებითი კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოზიდვას.
ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ფერების გამოყენება მეტად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე დადებითია ლომისა და მერწყულის ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბული დღეა კირჩხიბისა და ქალწულისთვის. მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობასა და დღის სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო იქნება.