დღეს საყურადღებოა გეომაგნიტური მდგომარეობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გეომაგნიტური მოვლენები გარკვეულ პრობლემებს ქმნის. განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, წნევის ცვლილება და ორგანიზმისთვის სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. ამიტომ უფრო მეტად აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ შესაბამისი მედიკამენტები ან პროფილაქტიკური საშუალებები, რათა წნევა და ორგანიზმის მდგომარეობა მოაწესრიგოთ და თავი უკეთ იგრძნოთ.
მიაქციეთ ყურადღება ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება 13:51 საათზე და გასტანს 18:42 საათამდე. ამ მონაკვეთში მთვარის ნეგატიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენაა – დღეიდან 26 ნოემბრამდე აქტიურობის, მოქმედებისა და შრომისუნარიანობის მმართველი პლანეტა მარსი ლომის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. ამ ზეგავლენის შედეგად ადამიანებში მოიმატებს ისეთი დადებითი თვისებები, როგორიცაა: აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, კარგი ორგანიზატორული და ლიდერული თვისებები; მებრძოლი სულისკვეთება, ინიციატივის გამოვლენის სურვილი და ოპტიმიზმი; შვილებთან ურთიერთობისა და შინაგანი არტისტიზმის გამოვლენის განსაკუთრებული მიდრეკილება.
თუმცა, ამასთანავე, ეცადეთ მაქსიმალურად გააკონტროლოთ ამ პერიოდში ნეგატიური გამოვლინებები: სიზარმაცე, სულსწრაფობა, ზედმეტი პრეტენზიულობა, ეგოიზმი, დიქტატორული თვისებები, ყურადღების ცენტრში ყოფნის დაუოკებელი სურვილი და ამპარტავნობა, რადგან ამან შესაძლოა კონფლიქტებს ჩაუყაროს საფუძველი.
დღის ზოგადი ტენდენციები:
დღეს მოსალოდნელია პარტნიორებთან კონფლიქტის გაღვივება და კამათისადმი მიდრეკილების მომატება. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები. დღე კარგია ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლებისთვის.
მოერიდეთ ქორწინებას, ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, კაპიტალდაბანდებებს, ხელშეკრულებების გაფორმებასა და სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა).
დღეს თმის შეჭრა არ არის რეკომენდებული. მოიმატებს საგზაო წესების დარღვევისა და დაჯარიმების ტენდენციაც. დღევანდელი სიზმრები ახდება მომდევნო 20 დღის განმავლობაში.
ჯანმრთელობა:
სუსტდება თავის არე, სისხლძარღვთა სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) რეკომენდებული არ არის. ნუ გადაღლით თვალებს.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ქარვა. ეს ქვები მოიზიდავს თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს. ხოლო ტანსაცმელში უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ნარინჯისფერ, ცისფერ და ლურჯ ტონებს – ეს ფერები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე სასწორისა და მშვილდოსნისთვის.
შედარებით დაძაბულია კუროსა და თევზებისთვის, რომელთაც მართებთ მეტი ყურადღება საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე საკმაოდ წარმატებულია.