მზე დღეს იმყოფება სასწორში მეტად ემოციურ, მგრძნობიარე, შემოქმედებით, მშვიდობისმოყვარე და სამართლიან ზოდიაქოს ნიშანში. მთვარე კი იმყოფება ერთგულ, ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და შეუპოვარ კუროში. ეს ტენდენციები ამ პლანეტარული ზეგავლენის შედეგად დღის განმავლობაში უფრო მეტად გამოვლინდება თითოეული ჩვენგანის ხასიათში.
დღის რეკომენდაციები:
ეცადეთ დღეს არ გაიმეოროთ სხვების შეცდომები. პრობლემების შესახებ ესაუბრეთ თქვენს პარტნიორებს, რადგან ასე მათ ბევრად იოლად გადაჭრით. შესაძლებელია ძველი საქმეების პრობლემები ახლებური გზებით მოაგვაროთ. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს. აკონტროლეთ სტრესი და საკუთარი საფულე.
დღე ხელს უწყობს მშენებლობას, სოფლის მეურნეობას (აგრობიზნესს), კულინარიას, რემონტისა და სარესტავრაციო სამუშაოების წარმოებას.
დღე ძალიან კარგია სიყვარულისთვის, ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკისა და ავეჯის შესაძენად. სასიკეთოა ვაჭრობისთვის, კულტურული ვიზიტებისთვის, მოგზაურობისთვის, ცხოველების ყიდვისთვის, ასევე მცენარეების დარგვის, გადარგვისა და მოვლისთვის.
დღევანდელი სიზმრები გვამცნობენ მომავალ შემოსავლებსა და ფინანსურ მოგებაზე.
ჯანმრთელობა:
დღეს კარგია აბანო, საუნა, მასაჟი და არომათერაპია. ეფექტურია შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა, სახის, კანისა და თმის კვება, ასევე სუნთქვითი ვარჯიშები.
ამასთანავე, მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, ხორცპროდუქტებს, ხალებისა და პაპილომების მოშორებას. არ არის სასურველი მეტისმეტად ცივი გაზიანი სასმელების მიღება, რადგან ეს ცუდად იმოქმედებს ყელზე. მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებსა და ყურების გახვრეტას.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, მათ შორის ფარისებრი ჯირკვალი და სწორი ნაწლავი. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.
დღის მინერალები და ფერები:
მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარჯანი. ეს ქვები მოიზიდავენ სასიკეთო ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ფერებიდან ტანსაცმელში ყავისფერი, ლიმონისფერი, კრემისფერი, მწვანე და ტერაკოტისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
დღე კარგია კირჩხიბის, ქალწულის, მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.