ადელი დაინიშნა (ფოტო)
ადელი და მისი ბოიფრენდი, საიმონ კონეკი უკვე ხუთი წელია ერთად არიან. ამ დროის განმავლობაში მათ საერთო ვაჟიშვილიც შეეძინათ, თუმცა, წყვილი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა.
ადელი და მისი ბოიფრენდი, საიმონ კონეკი უკვე ხუთი წელია ერთად არიან. ამ დროის განმავლობაში მათ საერთო ვაჟიშვილიც შეეძინათ, თუმცა, წყვილი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა.
ადელის ალბომი „25“ კვლავ ბრიტანული ჩარტის სათავეში იმყოფება. საერთო ჯამში, ალბომი რეიტინგს 10 კვირაა ლიდერობს. ბესტსელერის მიმართ ინტერესი ბრიტანეთში მომღერლის გასტროლების შემდეგ გაიზარდა.
წლების წინ, მსოფლიო მუსიკაში მოულოდნელად გამოჩენილმა ადელმა, რომელმაც ერთგვარად გადატრიალება მოახდინა, შემოქმედებაში ტაიმაუტი შვილის გამო აიღო.
ამ დღეებში, ბელფასტში გამართული კონცერტის მსვლელობისას, ადელს ტაყვანისმცემელმა უცნაური თხოვნით მიმართა. გოგონას საყვარელი მამაკაცისთვის, ადელის დახმარებით, ხელის თხოვნა სურდა. მოგეხსენებათ, რომ 29 თებერვალს, ზოგიერთ ქვეყანაში გოგონას ტავად შეუძლია ხელი სთხოვოს საყვარელ მამაკაცს.