36 წლის ბიონსემ ოთხი თვის წინ იმშობიარა და უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ფორმა დაიბრუნა.
11 ოქტომბერს მსოფლიო გოგონების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. კამპანიის („თავისუფლება გოგონებს“) ფარგლებში, მომღერალმა სიმღერაზე „Freedom“ გადაღებული კლიპი წარმოადგინა.
როგორც ჩანს, ბიონსემ საბოლოოდ დაიბრუნა ფორმა და ამას მისი ახალი ფოტოებიც ადასტურებს. 36 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრები განათავსა, სადაც კარგად ჩანს მუცლის საკმაოდ კარგი პრესი.
ბიონსე ტყუპების დედა მიმდინარე წლის ივნისში გახდა.