ცოტა ხნის წინ, ბიონსემ თავისი მსოფლიო ტურნეს - Formation-ის მეორე ეტაპი დაიწყო. ამჯერად ვარსკვლავის მოსმენას ევროპელი მსმენელები შეძლებენ, სადაც ის 5 კვირის განმავლობაში დარჩება და 12 ქვეყანასა და 16 ქალაქში კონცერტებს გამართავს. ბოლოს კი აშშ-ში დაბრუნდება.
მიმდინარე წლის აპრილში ბიონსემ მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომი Lemonade გამოუშვა. პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე მომღრალმა დამაინტრიგებელი თიზერი გამოაქვეყნა ანალოგიური სახელწოდებით. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ რეჟისორი მეთიუ ფულკსი მას პლაგიატში ადანაშაულებს.
6 ივნისს ნიუ-იორკში CFDA Fashion Awards-ის ცერემონია გაიმართა. ეს უკანასკნელი მოდის სამყაროს „ოსკარად“ ითვლება და წლის ყველაზე მოდურ ადამიანებს გამოარჩევს.
ბიონსეს ახალი ალბომი „Lemonade“ პრესტიჟული Billboard 200-ის სათავეში იმყოფება. მომღერალი გახდა პირველი, რომლის ექვსი რელიზი რეიტინგის სათავეში მოხვდა. მსოფლიოში პირველი ვიზუალური ალბომის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საუკეთესოა 2016 წლის განმავლობაში.