ცნობილი ხდება, რომ Samsung-ის ახალი სმარტფონი GALAXY S 9 სრულიად ახალი შესაძლელობებით იქნება აღჭურვილი, რაც აქამდე არცერთი კომპანიის ნაწარმში არ ყოფილა.
კომპანია Apple-მა მოხრილ iPhone-ზე მუშაობა დაიწყო. როგორც გამოცემა The Investor წერს, სიახლე LG-სთან კოლაბორაციას წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ ამ უკანასკნელმა ინჟინერების ცალკე ჯგუფი უკვე შექმნა, რომლებიც iPhone-სთვის აღნიშნულ სიახლეზე იმუშავებენ.
თანამედროვე სმარტფონები უამრავი ფუნქციებით არის აღჭურვილი, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ხმის ხარისხია, რასაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ექსპერტებმა 5 საუკეთესო მუსიკალური სმარტფონი გამოავლინეს.
არსებობს უამრავი აპლიკაცია, რომლითან სმარტფონს ტეხენ და პირად ინფორმაციას იღებენ. პირველი ნიშანი იმისა, რომ სმარტფონი გატეხილია, ის არის, რომ ის უწინდელთან შედარებით მალე ჯდება. სწორედ ასეთი აპლიკაციები უკარგავს ენერგიას გაჯეტს.
სწრაფად დამჯდარი აკუმულატორი - თანამედროვე სმარტფონების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არსებობს რამდენიმე საშუალება თუ როგორ გავუხანგრძლივოთ „სიცოცხლე“ თქვენს გაჯეტს.
IHS Markit-ის ანალიტიკოსებმა 2017 წლის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარული სმარტფონი გამოავლინეს. ეს წოდება წილად iPhone 7-ს ხვდა, რომელიც მიმდინარე წლის პირველ თვეებში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა. მას კვლავ Apple-ის მოწყობილობა, iPhone 7 Plus მოჰყვება. სამეულს კი მთავარი კონკურენტი Galaxy Grand Prime Plus ხურავს.
აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Alphabet Inc-ის შეთავაზებაზე, პუერტ-რიკოში მობილური კავშირგაბმულობა საჰაერო ბურთის საშულაებით აღადგინოს, თანხმობა განაცხადა. აღნიშნული იდეის განხორციელებას ის Google-თან ერთად გეგმავს, რომელიც მის კუთვნილებაშია.
6 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოში კომპანია Google-ის ახალი უსადენო ყურსასმენების, Buds-ის პრეზენტაცია შედგა. სიახლის გამოყენება Pixel-ის მეორე თაობის სმარტფონებისთვის არის შესაძლებელი.
სტომატოლოგები მუდმივად გვირჩევენ, რომ პირის ღრუს გასუფთავება დღეში ორჯერ უნდა მოხდეს, ამასთან, კბილების წმენდის ხანგრძლივობა 3 წუთს არ უნდა აღემატებოდეს. მათთვის, ვინც ამ წესებს ვერ ან არ იცავს, მეცნიერებმა შექმნეს ჯაგრისი Amarbush, რომელიც დაწესებული ალგორითმის მიხედვით მოქმედებს.
Apple-ის სმარტფონების ყველა თაობამ საკმაოდ მძიმე გამოცდა გაიარა: არ არსებობს iPhone-ის არცერთი მოდელი, რომელიც ბლოგერების მიერ ბლენდერში არ აღმოჩენილა. გამონაკლისი არც iPhone 8 გახდა.
„ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა მესენჯერში Apple Music-ის ინტეგრირებას გეგმავს. აღნიშნული ფუნქცია მალე ყველა მომხმარებლისტვის ხელმისაწვდომი გახდება. სიახლე საშუალებას მოგცემთ, მუსიკალური ნამუშევრები სასურველ ადამიანს გაუზიაროთ, ასევე შექმნათ ერთობლივი პლეილისტიც.
ამერიკელმა მეცნიერებმა ფეხბურთის „ჭკვიანი“ ბურთი შექმნეს, რომელიც მოედანზე მწვრთნელს ჩაანაცვლებს. მოწყობილობა საკმაოდ მარტივია - სმარტ-სისტემის საშუალებით ის ჩვეულებრივ პლანშეტს უკავშირდება, სადაც თამაშის ანალიზი და პროცესი დეტალურად აისახება და რჩევებსაც იძლევა.