LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ინდონეზიის ქალაქ სემარანგში, სასტუმროს თანამშრომელს ჯიბეში Samsung Grand Duos აუფეთქდა. იმის გამო, რომ მამაკაცს სწრაფი რეაგირება ჰქონდა და მან მალევე გაიხადა პერანგი, მნიშვნელოვანი დაზიანებები მას არ მიუღია. აღნიშნული მოდელი 2013 წელს არის გამოშვებული.
ტექნო-კომპანიები თავისი მომხმარებლების გაკვირვებას განაგრძობენ. ამჯერად საქმე Samsung-ს შეეხება, რომელმაც მოხრილი ტელევიზორის უნიკალური პროექტი დააპატენტა.
უკანასკნელი კვლევის თანახმად, iPhone 8 Plus ბოლო დროის ყველაზე ავტონომიურ სმარტფონად დასახელდა. ექსპერტების ცნობით, სწორედ მას შეუძლია ავტონომიურ რეჟიმში 10 საათი იმუშაოს. თავის წინამორბედს, iPhone 8-ს, ის ერთი საათით ჯობნის.
ჩინური Xiaomi რეკორდებისკენ სვლას ელვის სისწრაფით განაგრძობს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლეი ციუნის თქმით, სექტემბრის განმავლობაში მათ 10 მილიონი სმარტფონი გაყიდეს, რაც რეკორდს წარმოადგენს.
კუნძულ ტაივანზე iPhone 8 Plus-ის აფეთქების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივმა ქალბატონმა ოქროსფერი iPhone 8 Plus 23 სექტემბერს შეიძინა. ხუთი დღის შემდეგ კი, დატენვის დროს, სმარტფონი მოულოდნელად აფეთქდა.
მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონები ჩვენს ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს და ისინი უკვე ყოველდღიურობასაც წარმოადგენენ, არსებობს ნიუანსები, რომლის შესახებაც ბევრმა მომხმარებელმა არ იცის.
კორპორაციამ HMD Global ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Nokia 3310-მა მესამე თაობის მხარდაჭერა მიიღო. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული სიახლე თაყვანისმცემლების დიდი ნაწილის თხოვნის შემდეგ დაამატეს.
კორპორაციამ Apple თავის მომხმარებლებს მიმართა თხოვნით, რომ თავი შეიკავონ სახის ამომცნობი ფუნქციის Face ID-ის გამოყენებისგან 13 წლამდე ბავშვებმა და ტყუპებმა.