იმის შესახებ, რომ Microsoft ჭკვიანი საათების პირველ მოდელზე მუშაობს, ცნობილი დიდი ხნის წინ გახდა. ამჯერად კი ქსელში მოწყობილობის პირველი ფოტო გამოჩნდა. სიახლე Xbox-ის ბრენდის სახელით გამოვა და მას Microsoft-ის სათამაშო კონსოლიც ექნება.
ცნობილია, რომ iPhone 8 და iPhone 8 Plus საკმაოდ მოკლე ვადაში შეიქმნა და გამოვიდა, ამიტომ გასაკვირი არავისთვის არის, რომ მასში მთელი რიგი დეფექტები უკვე აღმოაჩინეს. ისინი, ვინც სმარტფონების მეპატრონეები უკვე გახდნენ, პრობლემებზე ალაპარაკდნენ.
კომპანია IHS Markit-ის მკვლევარებმა ახალი Apple iPhone 8-ის თვითღირებულება გამოავლინეს და დაადგინეს, რომ ის მხოლოდ 248 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოს უეინ ლემის დასკვნით, iPhone 8 Plus-ის ფასი კი 288 დოლარს შეადგენს.
Microsoft-ის შემქმნელმა, ბილ გეითსმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ბევრისთვის მოულოდნელი აღიარება გააკეთა: როგორც აღმოჩნდა, გეითსმა უარი თქვა Windows Phone-ზე და Android-ის ოპერაციული სისტემა აირჩია.
ორი მსხვილი კომპანიის, Google-ისა და Levi’s-ის კოლაბორაციით „ჭკვიანი“ ქურთუკი შეიქმნა. სიახლეს შეუძლია სმს-ების გაგზავნა, ნავიგაცია, ტელეფონზე მუსიკის მართვა და ა.შ. მას Commuter Trucker Jacket ჰქვია და გაყიდვაში 27 სექტემბრიდან გამოვიდა.
Super Mario Run-ის შემქმნელებმა თამაშის თაყვანისმცემლებს განსაკუთრებული სიახლე მოუმზადეს: 29 სექტემბრიდან გეიმერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება თამაში, სადაც სხვა სამყარო, რეჟიმი და პერსონაჟი იქნება.
ექსპერტების მტკიცებით, ახალი Samsung Galaxy X მის მთავარ კონკურენტზე, iPhone X-ზე გაცილებით კარგი მახასიათებლების იქნება. ცნობილია, რომ Samsung-ის ახალი სმარტფონი ხელმისაწვდომი უკვე მომდევნო წლის დასაწყისში იქნება.
მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს დამტენი მოწყობილობა სახელწოდებით Pi Charging. სიახლის მთავარი უპირატსეობა ის არის, რომ მას უკონტაქტო, გარკვეულ მანძილზე (30 სანტიმეტრი) მდებარე გაჯეტების დატენვა შეუძლია. დატენვის დროს მოწყობილობების გამოყენება შესაძლებელია.
გერმანელმა ექსპერტებმა არსებულ ბრაუზერებს შორის მონიტორინგი ჩაატარეს და მათ შორის ყველაზე უსაფრთხო გამოავლინეს. ყველაზე სანდო ამ მხრივ Chrome აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ შესარჩევ კანდიდატებს შორის Internet Explorer, Chrome და Edge იყვნენ.
12 სექტემბერს, მერვე თაობის სმარტფონებთან ერთად, კომპანია Apple-მა საიუბილეო iPhone X წარმოადგინა, რომლის წინასწარი შეკვეთის მიღება კი 27 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი, ხოლო გაყიდვების თარიღის დაწყება მან 3 ნოემბრიდან დაიწყება.