LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ სატელეფონო ნოტიფიკაციების გამორთვა, მცირე დროით მაინც, ადამიანის ფსიქიკაზე დადებითად მოქმედებს.
კომპანია Google-მა თანამდებობიდან უფროსი პროგრამისტი, ჯეიმს დეიმორი გაუშვა. მიზეზად მისი ნათქვამი გახდა, რომ ბიოლოგიურად მამაკაცები ტექნიკური საქმის გასაკეთებლად უფრო უნარიანები არიან, ვიდრე ქალები.
Kickstarter-ზე საკმაოდ სასარგებლო სამაჯურის წარმოებისთვის თანხების მოძიება მიმდინარეობს. საუბარია STEER-ზე, რომელიც ბევრ მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევისგან დაიცავს.
კომპანია Apple-მა ახალი საათების წარმოების შესახებ განაცხადა. ცნობილია, რომ გაჯეტი დამოუკიდებლად მიუერთდება მობილურ ქსელს და ტელეფონის ფუნქციასაც შეითავსებს.
Samsung-ის ახალ საკეც სმარტფონებზე ადრეც დაიწერა, თუმცა ცნობილმა ტექნო გიგანტმა სამყაროს ახალი ტელეფონი Samsung Leadership წარუდგინა, რომელიც ასევე იკეცება.
MixBin Electronics-მა დაახლოებით 260 ათასი წარმოებული შალითა, რომლებიც iPhone 6-თვის, 6s-სა და 7-თვის იყო განკუთვნილი, უკან გაიწვია. აქსესუარები სხვადასხვა ცნობილ და პოპულარულ მაღაზიებში იყიდებოდა.
სმარტფონ Moto Z2 Force-ის ანონსის დროს, მწარმოებელმა განსაკუთრებული აქცენტი მის დაცულ ეკრანზე გააკეთა, რომელიც ტექნოლოგია Moto ShatterShield-ის მხარდაჭერით იყო გარანტირებული.
წლების მანძილზე, კომპანია Apple რეგულარულად ამაყობს თავისი სმარტფონების რეკორდული გაყიდვების მაჩვენებლით. ამის ფონზე კი ისმის ლოგიკური კითხვა: რამდენი iPhone გაყიდა Apple-მა ბოლო 10 წლის მანძილზე?
„ინსტაგრამის“ 250 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს ფუნქციას - Stories. როგორც აღმოჩნდა, სიახლით ყველაზე ხშირად ამერიკელები, ბრაზილიელები და თურქები სარგებლობენ. ყველაზე პოპულარული ჰეშთეგები კი „დილა მშვიდობისა“, „საღამო მშვიდობისა“, „სამსახური“, „განწყობა“, „სიყვარული“, „სახლი“ და „განტვირთვაა“.
NASA პლანეტის მცველს (Planetary Protection Office) ეძებს. არჩეული კანდიდატის მოვალეობაში დედამიწის უცხოპლანეტელებისგან დაცვა შედის და მისი ნწლიური ანაზღაურება 124-დან 187 ათას დოლარამდე იქნება.
კომპანია Lenovo-მ, რომელიც ბრენდ Motorola-ს მფლობელია, ახალი სმარტფონები Moto G5S და G5S Plus წარმოადგინა. ორივე მოდელს მეტალის კორპუსი და თითის ანაბეჭდის სკანერი, ასევე სწრაფი დატენის ტექნოლოგია TurboPower აქვს.
Apple-მა iPhone 8-ის შესახებ ინფორმაცია შემთხვევით „გააჟღერა“ - გამორიცხული არ არის, რომ ახალ მოწყობილობაში სახის ამომცნობი ინფრაწითელი სკანერი გაჩნდება და ის კარგად დამკვიდრებულ თითის ანაბეჭდის სკანერს ჩაანაცვლებს.