LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ცნობილი ხდება, რომ 4K ფორმატის ფილმები iTunes-ზე გამოჩნდება - აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაჟღერდა, რაც iTunes-მა ფილმი „მგზავრები“ შეიძინა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ფილმის აღწერილობაში ის აღწერილი იყო, როგორც „4K, HDR“, სინამდვილეში კი, მისი ჩამოტვირთვა HD-ხარისხში იყო შესაძლებელი.
არსებული ინფორმაციით, Nokia-ს ახალი ფლაგმანი Nokia 8 იმაზე ნაკლები ეღირება, ვიდრე დასაშვები იყო. ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სიახლის ღირებულება 500-520 ევრო იქნება.
კომპანია „ფეისბუქს“ ორმა ჩატ-ბოტმა, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე ფუნქციონირებდა, საკუთარი, ადამიანებისთვის უცნობი ენა გამოიგონა.
ცნობილი ხდება, რომ ამერიკის ქსელების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Apple-ს გადასცა ნებართვა, მეხუთე თაობის ქსელის საკუთარი ტექნოლოგიით გატესტოს.
ნიუ-იორკში კომპანია Motorola-ს ახალი სმარტფონის, Moto Z2 Force-ის პრეზენტაცია გაიმართა. სიახლეს საკუთარი წარმოების აქსესუარი მოჰყვება, რაც მას ვიდეოს 4К რეჟიმში გადამღებ კამერად აქცევს.
გამოცემა Mashable წერს, რომ iPhone-ის მომდევნო სმარტფონი ექსკლუზიურ სიახლეს - უსადენო დამტენს მიიღებს. ამის შესახებ „ფორტუნა პლუსი“ ადრეც წერდა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურობასთან ახლოს მხოლოდ ამჯერად არის.
ენერგიის გამომუშავების თემა დღეს საკმაოდ აქტუალურია. ბრიტანულმა კომპანიამ Ubitricity გადაწყვიტა ელექტრომობილების მეპატრონეებზე იზრუნოს.
კორპორაცია Apple-ის თანადამაარსებელმა, სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ iPhone-ის მაღალი ფასი მისი მაღლი ხარისხითა და სანდოობით განისაზღვრება.
კომპანია Huawei-მ თავისი „ჭკვიანი“ საათი Watch 2 ჯერ კიდევ თებერვალში წარმოადგინა. მოგვიანებით მან ახალი ვერსია Porsche Design დააანონსა, რომლის გაყიდვებმაც სტარტი დიდ ბრიტანეთსა და ევროპაში ამ დღეებში აიღო.
Paint - კომპანია Microsoft-ის ოპერატიული სისტემის ნაწილია, რომელიც 1985 წლიდან არსებობს და რომელიც წლების წინ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ დღეებში პრესაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრაფიკული რედაქტორი აღარ განვითარდება და მისი დასასრულის წელი სწორედ 2017 იქნებოდა.