LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

Apple-მა გამოუშვა წიგნი, რომელიც სტივ ჯობსის ხსოვნას ეძღვნება. „იდეა კაცობრიობისთვის ღირებული საქმეების შექმნაზე, დასაწყისიდანვე სტივის მოტივაცია იყო. და დღეს, როდესაც Apple-ი მომავალში იყურება, ეს აზრი ჩვენც გავითავისეთ“, - განაცხადა კომპანიის დიზიაინის დირექტორმა, ჯონ აივმა.
სტუდია Warner Bros-მა გადაწყვიტა, „ჰარი პოტერის“ შესახებ ფილმი მასშტაბურ მოვლენად აქციოს: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სერია „ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“ დაგეგმილი სამის ნაცვლად ხუთ ფილმს მიიღებს, ხოლო სტუდია Warner Bros. ფილმის მოტივებზე მობილურ თამაშსაც შექმნის.
კომპანია Eve-მა საუკეთესო Windows-პლანშეტი დააანონსა. სიახლეს Eve V ერქმევა და მისი წარმოებისთვის თანხების მოძიება Indiegogo-ზე უკვე დაიწყო.
კომპანია OpenSignal-მა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმადაც ის ქვეყნები გამოვლინდა, სადაც 4G-ინტერნეტის საუკეთესო მომსახურებაა. სისწრაფის მხრივ საუკეთესო მდგომარეობა არის სინგაპურში 45,9 მგბტ/წმ.