iOS 10.2-ის ახალ ვერსიაში ექსტრემალური სამსახურის სწრაფი გამოძახების ფუნქცია გაჩნდა. პოლიციის ან სასწრაფოს გამოსაძახებლად აუცილებელია ბლოკირების ღილაკს ხუთჯერ დააჭიროთ. ამის შემდეგ აიკრიფება ექსტრემალური სამსახურის ნომერი და წინასწარ მითითებულ ნომერზე, გეოლოკაციის გათვალისწინებით, მოკლე ტექსტური შეტყობინება მივა.
ჩინურმა კომპანიამ Bluboo ოფიციალურად წარმოადგინა თავისი ახალი სმარტფონი Bluboo Edge. სიახლე ვიზუალურად Galaxy S7 edge-ს ჰგავს, სმარტფონს ამ უკანასკნელის მსგავსად 0,8 მილიმეტრიანი ჩარჩო აქვს და ერთი შეხედვით მთლიან ეკრანს წარმოადგენს.
სპეციალისტებმა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული საიტები გამოავლინეს. პირველი ადგილი Google.com-მა დაიკავა. მისი ინდური ვერსია მე-7, იაპონური - მე-11, ხოლო გერმანული და ბრიტანული ვერსიები 22-ე და 25-ე ადგილებზე განთავსდა.
პოპულარული Prisma-ს ფილტრები Facebook Live-ის ტრანსლაციაში გამოჩნდა. ამ მომენტისთვიოს ის ხელმისაწვდომი მხოლოდ iOS-თვის, კერძოდ სმარტფონების, iPhone 7-სა და iPhone 6s-ის მფლობელებისთვის არის.
Huawei Mate 9 – ეს არის ახალი ფლაგმანი, 5,9 დიუიმიანი დისპლეით. სიახლეს მეტალის კორპუსი და 2 სიმ-ბარათის სლოტი აქვს, ხოლო სმარტფონი განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ფოტოების გადაღება უყვარს: მოწყობილობას აქვს Leica-ს კამერა 2 სენსორით:
ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთში სმარტფონ Samsung-ის სხვა მოდელის სმარტფონი აფეთქდა. როგორც ლამია ბუირდანი ყვება, ინციდენტი მის სახლში, ოჯახური შეკრების დროს, 6 ნოემბერს მოხდა.
კომპანია Meizu-მ ამ დღეებში დააანონსა სმარტფონის გამოშვება, რომელსაც ჩარჩო არ ექნება. სოციალურ ქსელ Weibo-ზე უკვე გამოქვეყნდა შესაბამისი ფოტოები და მისი პრეზენტაციის თარიღად 24 დეკემბერი სახელდება.
2016 წლის სექტემბერში გამოსული iPhone 7 Plus ყველაზე სწრაფ სმარტფონად დასახელდა. პროგრამა AnTuTu-ს გამოკითხვით მან ქულების უმაღლესი რაოდენობა - 172 644 დაიმსახურა.
როგორც ჩანს, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა სულ მალე ტანსაცმელსა და ფეხსაცმელებზე აისახება. კომპანია „Puma“-მ ჭკვიანი ბოტასი „Autodiscs“ წარმოადგინა.
Black Eyed Peas-ის ყოფილმა სოლისტმა, ამჟამად კი სოლო-მომღერალმა will.i.am-მა ცოტა ხნის წინ კომპანია „i.am+“ დააარსა, რომელიც თანამედროვე დიზაინის მქონე Bluetooth-ყურსასმენებს წარმოადგენს.
ამერიკულმა კომპანია Apple-მა საკეცი სმარტფონი დააპატენტა. განაცხადში ნათქვამია, რომ iPhone ორად მოიკეცება, გაჯეტს ორი პანელი ექნება, რომლებიც ერთ OLED-დისპლეით გაერთიანდება.