LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

კომპანია Samsung-მა, რომელსაც კლიენტების წინაშე Galaxy Note 7-ის სახით დაშვებული შეცდომის გამოსწორება სურს, კომპენსაციის ახალი პროგრამა მოიფიქრა.
ბოლო დროს ინტერნეტში სულ უფრო ხშირად ისმის ხმები აალებული სმარტფონების შესახებ. თუმცა ამჯერად საუბარი არა გახმაურებულ Galaxy Note 7-ზე, არამედ iPhone 7-ზეა.
ქუინსის უნივერსიტეტში შექმნეს სმარტფონი WhammyPhone, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ მოხრის დროს ის მუსიკას უკრავს.
კომპანია Apple Mac-ის ხაზის ახალ კომპიუტერს 27 ოქტომბერს გამოუშვებს. ამის შესახებ გამოცემა Re/code წერს. ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის, კონკრეტულად რომელ Mac-ზეა საუბარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი საუბარია MacBook Pro-ზე.
სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა LG-მ, ოფიციალურად წარმოადგინა ახალი სმარტფონი V34, რომელიც V20-ის იაპონურ მინი-ვერსიას წარმოადგენს. ეს უკანასკნელი ხელმისაწვდომი მხოლოდ იაპონიაშია.
კომპანია Samsung-ი აეროპორტებში Galaxy Note 7-ის გადამცვლელ პუნქტებს ხსნის. ინფორმაციას The Verge ავცრელებს. ამ გზით, მწარმოებელი იმედოვნებს, რომ საშიში სმარტფონით „აღჭურვილ“ მგზავრებს „შეაჩერებს“.
მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას პატარა ეკრანის მქონე სმარტფონებს ანიჭებს, ამიტომ 4-დიუმიანი ეკრანის მქონე გაჯეტები აქტუალობას არ კარგავს.
დუბაის პოლიციის ცნობით, 2017 წლიდან მუდმივ მსახურებაში ჩაეშვება პირველი პოლიციელი-რობოტი. ინფორმაციას Arabian Business ავრცელებს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი რობოტები ეტაპობრივად მასობრივად გადანაწილდებიან ამ პოზიციაზე.
კომპანია Amazon-მა მუსიკალური სტრიმინგ სერვისი შექმნა, რომელიც ანალოგიური პროექტების, Apple-სა და Spotify-ს კონკურენტი იქნება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მუსიკის ამომცნობმა სერვისმა, Shazam შექმნა სიახლე, რომელის iMessage-ის სპეციალურ ვერსიას წარმოადგენს.
კომპანია Samsung-ი პერსონალური კომპიუტერების მაგიდების ახალი ხაზის ჩასაშვებად ემზადება. სიახლეს ArtPC ჰქვია და ვიზუალურად ის Apple-ის Mac Pro-ს მოგაგონებთ. Amazon-ზე უკვე შესაძლებელია წინასწარი შეკვეთის მიცემა.