LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ცოტა ხნის წინ, კომპანია Huawei-მ ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონები Nova და Nova Plus. ამჯერად კი მის სიახლეებს Nova-ს კიდევ ერთი მოდიფიკაცია შეემატა.
ჩინურმა კომპანიამ Xiaomi ახალი სმარტფონი გამოუშვა. ვიზუალურად ის Mi 5-ს ჰგავს, თუმცა სპეციფიკაციით საშუალო კლასს განეკუთვნება.
სამხრეთკორეულმა ჰოლდინგმა Samsung, სმარტფონ Galaxy Note 7-ის მსოფლიო გაყიდვები და წარმოება ოფიციალურად შეაჩერა. ასევე, როგორც მარკის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, მან მოუწოდა მომხმარებლებს, სასწრაფოდ გამორთონ Galaxy Note 7.
Samsung-სა და Apple-ის უკანასკნელი სერიის სმარტფონები ფეთქდება. მსგავსი შინაარსის ახალი ამბები თითქმის ყოველდღიურად ქვეყნდება. უკვე კარგად ცნობილია Galaxy Note 7-ის პრობლემა, თუმცა როგორც ჩანს, Apple-ს ეს პრობლემა ახლა ეწყება.
სამხრეთ კორეაში შექმნეს ბატარეა, რომელიც ჩვეულებრივზე ასჯერ უფრო სწრაფად იტენება. კორეის მეცნიერების სამინისტროს ცნობით, ადგილობრივი ტექნოლოგიების ინსტიტუტში ელექტრონული ბატარეის ჰიბრიდული ვერსია შექმნეს, რომლის დატენვის სიჩქარე თანამედროვეობაში გავრცელებული ელემენტების დატენვის სიჩქარეს მკვეთრად აღემატება.
კომპანია Panasonic-ს არაერთხელ წარმოუდგენია გამჭვირვალე კონცეპტუალური ტელევიზორტები, თუმცა ამჯერად მისმა ქმნილებამ ყოველგავრ მოლოდინს გადააჭარბა. სიახლის შესახებ მწარმოებელმა გამოფენა CEATEC-ზე განაცხადა. დაანონსებული ეკრანის ჩასმა ნებისმიერ ზედაპირზე არის შესაძლებელი.
დღეს, პარიზის მოდის კვირეულის უკანასკნელ დღეს თავის კოლექციას ბრენდი Louis Vuitton წარმოადგენს. თუმცა სანამ მოდელები მოდის სახლის ახალ ტანისამოსის ჩვენებაზე გამოვლენ, ბრენდმა სპეციალურად iPhone-სთვის შალითა წარმოადგინა, რომელიც მისივე ცნოიბილი ჩანთის, Petite Malle-ს შემცირებული ვერსიაა.
ამერიკულმა კომპანიამ Twelve South, რომელიც Apple-ის ტექნიკისთვის აქსესუარებს ქმნის, გამოუშვა სანთელი, რომელსაც Mac-ის ახალი კომპიუტერების სურნელი აქვს.
Facebook-მა საკუთარ მესენჯერში საიდუმლო ჩატის ფუნქცია დაამატა. ასეთი მიმოწერისთვის აუცილებელია ახალი სასაუბრო ველის გახსნა და შესაბამისი პუნქტის ამოქმედება, ასევე შესაძლებელია ტაიმერზე დაყენება და გარკვეული პერიოდის შემდეგ შეტყობინებების გაქრობა.