LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ჩინურმა მწარმოებელმა, Foxconn, რომელიც Apple-ის ტექნიკისთვის ამა თუ იმ სიახლეებს ქმნის, iPhone 8-ის უსადენო დამტენზე მუშაობა დააანონსა. წყაროს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კომპანია აღნიშნულ სიახლეზე მუშაობის დასრულებას დროულად შეძლებს, Apple-ის მომდევნო სმარტფონებს სწორედ უსადენო დამტენი ექნება.
ჟურნალმა Time-მა 2016 წლის iOS-სა და Android-ის საუკეთესო აპლიკაციები დაასახელა. გამოცემამ ისიც დასძინა, რომ განსხვავებული ფუნქციონალურობის გამო, მათი შედარება რთულია.
კომპანია Vivo-ს არსენალში სელფის მოყვარულებისთვის სპეციალური სმარტფონი გამოჩნდა. მოდელი Y67 თქვენთვის სასურველ ავტოპორტრეტს 16 მეგაპიქსელიანი კამერით გადაიღებს.
იაპონურ კომპანია Sharp-ში დაადასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPhone 8 მოხრილი OLED-დისპლეით იქნება აღჭურვილი. კერძოდ კი, Sharp-ი Apple-ის ნაწარმში საკუთარ კომპონენტებს დანერგავს.
კომპანიამ Wi-Fi Alliance დევიაისების სერთიფიცირების შესახებ განაცხადა, რომლებსაც Wi-Fi-ს ახალი სტანდარტის მხარდაჭერა ექნებათ, რაც მაღალ სიჩქარეს განაპირობებს.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ საიუველირო ბრენდი ლეონარდო დიკაპრიოსთვის და მისი საცოლესთვის საქორწინო საჩუქარს ამზადებდა. მაშინ ბრენდის სახელწოდება არ გახმაურდა. ამჯერად კი ცნობილი ხდება, რომ მოდის ფრანგულმა სახლმა, „Ouvri“ წარმოადგინა ტელეფონი, რომელიც ცნობილ წყვილს ეძღვნება.
მორიგი პრეზენტაციის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ Apple-ის ახალ MacBook Pro-ს სენსორული პანელი აქვს. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ ცნობებში ნათქვამია, რომ სიახლეს დიდი დისპლეი აქვს კლავიატურის ზედა ნაწილის სამართავად. სიახლეს TouchBar ჰქვია.
ამერიკული კორპორაცია Apple Inc უსადენო ყურსასმენების AirPod-ის პრეზენტაციას გარკვეული პერიოდით გადაწევს. ინფორმაცია ამის შესახებ Apple-ის პრეს-მდივანმა, ტრუდი მიულერმა გააჟღერა. სიახლე ბაზარზე მიმდინარე თვეში უნდა გამოჩენილიყო, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ყურსასმენი ბოლომდე დასრულებული არ არის. მას არ დაუკონკრეტებია, როდის გამოვა ის გაყიდვაში.
წლიდან წლამდე ინტერნეტში უსაფრთხოების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება: კონფიდენციალური ინფორმაცია ბევრისთვის გადამწყვეტი არამარტო სამსახურში, არამედ პირად ცხოვრებაშიც არის.
კომპანიებმა „Apple“ და „Nike“ ერთობლივი წარმოების სმარტ-საათის - „Apple Watch Nike+“ - ის გაყიდვაში ჩაშვების შესახებ განცხადება გააკეთეს.
Kickstarter-ზე უკვე გამოჩნდა წარმატებული პროექტის, Fidget Cube-ის წინასწარი შეკვეთა. მოწყობილობა წარმოადგენს კუბს, რომლის ფუნქციაც ადამიანის სტრესისგან გათავისუფლებაა. ამისთვის Fidget Cube-ს ყოველ ნაპირზე სპეციალური ღილაკები და რგოლები აქვს.
კომპანია „Kodak“-მა სმარტფონი „Ektra“ წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად ფოტოგრაფებისთვის არის განკუთვნილი. სიახლეს 21 მეგაპიქსელიანი ობიექტივი აქვს.
კომპანია Samsung-მა მიიღო გადაწყვეტილება და სმარტფონ Galaxy S8-ის წარმოება დროებით შეაჩერა. მიზაზედ Galaxy Note 7-ის ელემენტის გადახურების ჯერ კიდევ გაურკვეველი დეტალები სახელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
კომპანია Samsung-მა, რომელსაც კლიენტების წინაშე Galaxy Note 7-ის სახით დაშვებული შეცდომის გამოსწორება სურს, კომპენსაციის ახალი პროგრამა მოიფიქრა.