კორპორაცია Apple რეპერ ჯეი-ზისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს სერვის Tidal-ის შეძენასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება მოხდება, Apple Music ისეთ მუსიკოსებს მიიზიდავს, როგორიც კანიე უესტი და მადონა არიან, რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულები Tidal-თან.
სპეციალისტებმა ყველაზე არასანდო ანტივირუსი გამოავლინეს. ექსპერტების თქმით, პოპულარული ანტივირუსი Symantec, რომელიც ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მათ შორის სამომხმარებლოში, ერთსა და იმავე პროგრამულ ძრავზე მუშაობს.
რა საჭიროა პლანშეტისთვის, კომპიუტერისთვის ან სმარტფონისთვის ცალკე კლავიატურის შეძენა? საკმარისია ერთი, განსაკუთრებით კი თუ საუბარია კომპანია Logitech-ის ახალ K780-ზე. ეს არის უნივერსალური უსადენო კლავიატურა. თუ მწარმოებელს დავუჯერებთ, მისი ავტონომიური მუშაობის დრო 2 წელიწადს შეადგენს.
კომპანიამ Oukitel ჭკვიანი საათი - A58 წარმოადგინა. თავისი პირდაპირი ფუნქციის გარდა, საათი გაგიზომავთ პულსს, ხოლო თუ წყლის მოყვარული ხართ და ცურვა გიყვართ, საათი ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. სპეციალური მრიცხველი კი გულისცემის რიტმსაც გაგიკონტროლებთ.
კორპორაცია Apple-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომლის მიხედვითაც ადგილებში, სადაც კამერით გადაღება აკრძალული ან არ არის სასურველი, მისი სმარტფონების კამერები ავტმატურად გამოირთვება. ყველაფერი ეს კი ინფრაწითელი სიგნალის დახმარებით
Samsung Galaxy Note7 - სწორედ ამ სახელწოდებით გამოვა მწარმოებლის მომდევნო სმარტფონი, რომელსაც სტილუსი მოჰყვება. ინფორმაცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ოფიციალურად დადასტურდა.
ამერიკულმა IT-კომპანიებმა სოციალური ქსელებიდან ექსტრემისტული კონტენტის ავტომატური წაშლის ფუნქციის გამოყენება დაიწყეს, მათ შორის დასჯის მეთოდებისა და ტერორისტების ლექციების. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.