ქსელში Samsung-ის მომდევნო სმარტფონის მახასიათებლები გამოჩნდა. ჩინური წყაროს თანახმად, Samsung Galaxy S8-ს არამარტო გაუმჯობესებული დისპლეი, არამედ ორმაგი კამერა ექნება. სიახლის ძირითადი კონკურენტი, ისევე როგორც აქამდე, iPhone 7 Plus იქნება. Apple-ის ნაწარმი ჯერ არ გამოსულა, მაგრამ ცნობილია, რომ წინასწარი ანონსით, მას ორმაგი კამერა ექნება.