სპეციალისტებმა Samsung Galaxy S7-ში შესაძლებლობები აღმოაჩინეს, რომლებიც სხვა სმარტფონებში არ არის. საუბარია ფუნქციაზე, რომლითაც სმარტფონი როუტერს ან Wi-Fi-ს მოდემს უკავშირდება და სხვა მოწყობილობებს ინტერნეტთან წვდომას ხელს უწყობს.
კომპანია Xerox-მა ახალი სერვისი - Easy Translator Service შექმნა, რომელსაც სკანირებული დოკუმენტების თარგმნა შეეძლება. ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომია 37 ენა. ონლაინ-სერვისი ამოიცნობს და თარგმნის ტექსტს ერთი წუთის განმავლობაში.
კომპანია Samsung Electronics-მა ორი ახალი მოხრილი მონიტორი - CF591 და CF390 წარმოადგინა. პირველი მათგანი 27 დიუიმიანი დისპლეით არის აღჭურვილი, ხოლო მეორე - 23,5.
McDonald's-მა Happy Meal-ის ყუთისგან ვირტუალური რეალობის სათვალე შექმნა - სიახლე შვედეთის 14 რესტორანში გაიყიდება. აქცია ორი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში და ჯამში კომპანია 3,5 ათას სპეციალურ ყუთს გამოუშვებს.
თუ ოდესმე შეგიმოწმებიათ ბრაუზერის ისტორია და იქ არასასიამოვნო საიტები გინახავთ, კომპანია Google ამ პრობლემის გადაჭრის გზას გთავაზობთ. Kiddle - ასე ჰქვია ახალ საძიებო სისტემას, რომელიც თქვენს შვილს არასაჭირო საიტზე შემთხვევით გადასვლის უმცირეს შანსსაც არ მისცემს.
კამერა Petcube განკუთვნილია მათთვის, ვისაც სახლში ოტხფეხა მეგობრები ჰყავს და მათთვის თვალ-ყურის დევნება მანძილის გამო, გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენს.
MasterCard დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის გადახდის ახალ სისტემაზე გადადის. ამიერიდან, ნისლიანი ალბიონის მოსახლეობას გადახდის განხორციელება სელფით შეეძლება.
ტელეარხ Foxnews-ის ცნობით, კომპანია Apple მაღალტექნოლოგიურ ავტომობილზე მუშაობს. ამის შესახებ ეჭვი ქალაქ სანივეის მოსახლეობას გაუჩნდა, რომელიც კალიფორნიის შტატში მდებარეობს.
NASA საშუალებას გაძლევთ, კოსმოსში საკუთარი კვალი დატოვოთ. კოსმოსური სააგენტო ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს, კოსმოსის თემაზე შექმნილი ნახატი, ვიდეო, სიმღერა, ფოტო ან პოემა ასტეროიდზე გაგზავნოს: ვიდეო არ უნდა გრძელდებოდეს ნახევარ წუთზე დიდხანს.