LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

სოციალურ ქსელ Facebook-ს ახალი ფუნქციები დაემატა. ამიერიდან, მოწონებების გარდა, ამა თუ იმ სურათსა და პოსტზე შესაძლებელია სხვადასხვა რეაქციებიც გამოხატოთ, ესენია: სიყვარულის (Love), აღფრთოვანების (Wow), გაბრაზების (Angry), მოწყენის (Sad ) და ა.შ.
თანამედროვე სმარტფონების გამძლეობა მათი მეპატრონეების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკიხია. ხშირად, დამჯდარი აკუმულატორი საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეში გვიშლის ხელს.
Facebook -მა ახალი განყოფილების შექმნის შესახებ განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირტუალური რეალობას გულისხმობს. განყოფილებას სათავეში ვიდეოთამაშების ექსპერტები ჩაუდგებიან, რომლებსაც 3D-რეალობის შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ.
ლეონარდო დიკაპრიოსა და „ოსკარის“ დამოკიდებულება ინტერნეტში აქტუალობას არ კარგავს. სტუდიამ The Line უფასო თამაში გამოუშვა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ლეოს სანატრელი „ოსკარის“ მიღებაში დაეხმაროს.
Mobile World Congress-ზე კომპანია Samsung „ჭკვიან“ ფეხსაცმელს წარმოადგენს. სიახლე Samsung's Creative Lab-ში შეიქმნა და ის აღჭურვილია სენსორებით, რომლებიც მომხმარებლის პოზას და ბალანსს აკონტროლებს, მიღებული ინფორმაციით კი აწვდის ინფორმაციას, როგორ გააუმჯობესოს ფიტნეს-რეჟიმი ან მაგალითად, როგორ დაარტყას სწორედ გოლფზე.