ახალი ქრომბუქის, CTL J5-ის ანალოგებისგან საკმაოდ დიდი უპირატესობით გამოირჩევა. მას 11,6 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ერთგვარ ტრანსფორმერს წარმოადგენს, რომელიც პორტატული კომპიუტერიდან პლანშეტად კეთდება.
წლის დასაწყისში, ჩინურმა კომპანიამ Zeblaze ახალი ჭკვიანი საათი Zeblaze Cosmo წარმოადგინა, რომელსაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლები აქვს და მხოლოდ 70 დოლარი ღირს.
Apple-ის მერვე თაობის სმარტფონებს - iPhone 6-სა და iPhone 6 Plus-ს საკმაოდ მყარი ბატარეა აქვს, თუმცა მისი მეპატრონეები ხშირად ჩივიან, რომ ტელეფონი მალე ჯდება და ხშირად, უადგილო ადგილას.
გაყიდვაში გამოვიდა ახალი თაობის, ცოცხალი, 4D რვეული, რომელზე გამოსახული გმირებიც ცოცხლდებიან. საკმარისია რვეულის ყდისკენ მიმართოთ კამერა და გაცოცხლებული გმირები თქვენს გამხიარულებას ან შეშინებას შეეცდებიან.
KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ქურთუკის შესაქმნელად თანხების მოძიება დაიწყო. სიახლეს Flexwarm ჰქვია. მისი მთავარი უპირატესობა კი თან დართული გამათბობელია, რომლის ელემენტებიც ზურგზე, ხელებსა და მკერდთან არის განთავსებული. კომპლექტს უფასო ხელთათმანებიც მოჰყვება.
სოციალური ქსელი „ტვიტერი“ 10 წლის გახდა. ამ დროის განმავლობაში რესურსი ხელმისაწვდომი 35 ენაზეა, მისი ყოველთვიური აუდიტორია კი 320 მილიონ მომხმარებელს შეადგენს.
Nixon Mission - ეს არის ახალი ჭკვიანი საათი, რომელიც Android Wear-ის ოპერაციულ სისტემაზე იმართება. სიახლეს ფოლადის კორპუსი აქვს და ნებისმიერ გარემო პირობას უძლებს, ასევე სრულიად უვნებელი გადარჩება 100 მეტრი სიღრმის წყალში მოხვედრის შედეგადაც.
დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, Apple Music-მა დიჯეი-სეტების ტრანსლირების უფლება მოიპოვა. ყველაფერი ეს კი კომპანია Dubset Media Holding-თან კონტრაქტის წყალობით.
კომპანიამ Nike წარმოადგინა ბოტასები, რომელშიც ფილმის „უკან მომავალში“ ტექნოლოგია იქნება. ახალ მოდელს HyperAdapt 1.0. ერქმევა და ის მისი მეპატრონის ფეხის ფორმას მიიღებს.
პარიზში გამართული Radiodays Europe 2016-ის ფარგლებში, კომპანიამ LG სიახლე - Stylus 2 წარმოადგინა. ეს არის მსოფლიოში პირველი სმარტფონი ციფრული რადიოს მხარდაჭერით. ტექნოლოგიას შეუძლია ხმის, სურათების, ტექსტის, სიმღერების ტექსტებისა და სხვა კონტენტის გადმოცემა.
Silent Partner - ეს არის მოწყობილობა, რომელიც მძინარე ადამიანის სახეზე სპეციალური სამედიცინო წებოთი თავსდება. მისი მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ხვრინვის ჩახშობაზე. გაჯეტი აფასებს ხვრინვის ამპლიტუდას და სიხშირეს, შემდეგ კი საკუთარ ტალღებს უშვებს და ამ უსიამოვნო პროცესს ანეიტრალებს.