LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

სოციალური ქსელის წარმომადგენელთა თქმით, ვირუსი, რომელიც Facebook-ს „შეეყარა“, მომხმარებლების პირადი გვერდის გატეხვითა და მის მეგობრებთან პორნოგრაფიული ხასიათის წერილების გაგზავნით გამოიხატება.
„სამსუნგმა“ ახალი სმარტფონი Galaxy S7 წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა შემდგარიყო. რგოლი ერთგვარად რეკლამას წარმოადგენს: მასში ინდონეზიელი სპორტსმენი დელი ტრისიადინდი მონაწილეობს, რომელიც სმარტფონის საშუალებით ვარჯიშობს.
ამერიკელი რეპერი, Dr.Dre მთავარ როლს მიიღებს კომპანია Apple-ის მიერ გადაღებულ სერიალში. ცნობილია, რომ პროექტი სახელწოდებით „Vital Signs“ ნახევრად ავტობიოგრაფიული იქნება და მისი პირველი სეზონი ექვსი სერიისგან იქნება შემდგარი.
Apple-ის თაყვანისმცემლებითვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება: ამერიკული ტექნო-გიგანტი iPhone 7-ის გამოსაშვებად ემზადება. ცნობილი ხდება ასევე ისიც, რომ Apple iOS-ის ახალ სისტემაზეც მუშაობს, რომელიც მობილური აპლიკაციების მოხმარებასა და შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ამ დღეებში, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მაღაზიათა ქსელმა „Iphone +“ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ აკურთხებს მამაო კომპანია Apple-ის ნაწარმს. ჩანაწერს საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებლების მხრიდან, მათი უმრავლესობა ამ ფაქტს მკაცრად აკრიტიკებს.
ახალი ვირუსი, სახელად T9000 „სკაიპის“ საუბრებსა და პირად ინფორმაციას იწერს. ზიანის მომტან პროგრამას ისეთი ცნობილი ავტოვირუსებიც კი ვერ ავლენს, როგორებიც არის Kaspersky, Norton, AVG და ა.შ.
წელს ჯასტინ ბიბერი პირველად მიიღებს მონაწილეობას Brit Awards-ის ცერემონიაში. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მან სპეციალური ემოძი გამოუშვა, რომელსაც მისი ვიზუალი აქვს.
LG-ს მომდევნო სმარტფონი - G5 აღჭურვილი იქნება ფუნქციით, რომლის საშუალებითაც ეკრანი ყოველთვის ჩართული იქნება სასარგებლო ინფორმაციის მისაღებად.
თუ მოგბეზრდათ ჩვეულებრივი საკეტები გასაღებით, კოდით ან სმარტფონით - ყურადღება მიაქციეთ TappLock-ს. ეს არის სიახლე, რომელიც თითის ანაბეჭდით იღება.
კომპანიამ TekWind ახალი კლავიატურა - Keyboard PC WP004 წარმოადგინა. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ კლავიატურაა, სინამდვილეში კი ის სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერია, რომელიც Windows 10-ზე მუშაობს.