კომპანიამ TekWind ახალი კლავიატურა – Keyboard PC WP004 წარმოადგინა. ერთი შეხედვით ეს უბრალოდ კლავიატურაა, სინამდვილეში კი ის სრულფასოვანი პერსონალური კომპიუტერია, რომელიც Windows 10-ზე მუშაობს. საკმარისია მიუერთოთ მონიტორი და თაგვი – გამოდის არც ისე ცუდი სისტემა.
სიახლის ოფიციალური ანონსი 12 თებერვალს შედგება. რაც შეეხება ფასს, ის 170 დოლარი იქნება.
