LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ამერიკელ და აზიელ პატრნიორებთან ერთად, კომპანია Apple უსადენო დამტენის ტექნოლოგიაზე მუშაობს. სიახლის განსაკუთრებულობა ის იქნება, რომ მას სმარტფონის დატენვა შორ მაძილზეც შეეძლება.
„ფეისბუქი“ დიდი ცვლილებებისთვის ემზადება – „მოწონების“ ღილაკთან ერთად სტატუსზე საკუთარი დამოკიდებულებისა და ემოციის გამოხატვა ახალი „სმაილებით“ შეგეძლებათ.
ONAGOfly - ეს არის მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ბედნიერების ემოციის გამომსახველი ტექნოლოგიის გამოყენებით ფოტოებს ავტომატურად იღებს. სიახლის წონა მხოლოდ 136 გრამს შეადგენს, რის გამოც მისი ოფიციალურად დარეგისტრირების აუცილებლობაც არ წარმოქმნილა.
Huawei-მ ორი ახალი სმარტფონი - GR3 და GR5 წარმოადგინა. ორივე მათგანს მეტალის კორპუსი აქვს. ორივე მოწყობილობა ანდროიდის სისტემაზე მუშაობს. GR5-ს 5,5 დიუიმიანი ეკრანი აქვს, ხოლო GR3-ს 5 დიუიმიანი.
"სანდენსის" კინოფესტივალზე, კომპანია Samsung-მა ვირტუალური რეალობის კინოსტუდიის გახსნის შესახებ განაცხადა. კომპანია არ აკონკრეტებს, რომელ სტადიაზეა პროექტი, ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ კინოსტუდია Samsung-ის ერთ-ერთ არსებულ ოფისში განთავსდება.
თუ თქვენ გიყვართ კომპიუტერული თამაშები და ამსტერდამში წასვლას გეგმავთ, აუცილებლად შეიარეთ The Arcade Hotel-ში. ეს არის პირველი მსგავსი თემატიკის სასტუმრო ევროპაში.
ამ დღეებში, ჩინელმა რობოტებმა ქორწინების მასობრივ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს. ისინი ესალმებოდნენ სტუმრებს, დაატარებდნენ ღვინოსა და საკვებს, ანთებდნენ სანთლებს და ახლადდაქორწინებულების სადღეგრძელოებსაც კი ამბობდნენ.
ლას-ვეგასში გამართულ ტექნიკის გამოფენაზე - CES-2016, „ჭკვიანი“ ბიუსტჰალტერი წარმოადგინეს, რომელიც ამავდროულად ფიტნეს-ტრეკერიც არის.
კომპანია Microsoft-მა Android-მოწყობილობებისთვის სპეციალური მაღვიძარა-აპლიკაცია შექმნა. სიახლეს Mimicker Alarm ჰქვია და ის მას შემდეგ გამოირთვება, რაც სამიდან ერთ-ერთ მოთხოვნას შეასრულებთ.
სპეციალურად სპორტული ღონისძიებების განსახილველად, Facebook-მა Sports Stadium შექმნა. „ადგილი, რომელიც სპორტს ეძღვნება. მისი საშუალებით გექნებათ იმის განცდა, რომ სასურველ თამაშს მეგობრებთან ერთად უყურებთ მაშინაც კი, როცა ერთად არ ხართ“, - განაცხადა პროდუქციის მენეჯერმა.
Panasonic-მა ახალი მოწყობილობა Lumix DMC წარმოადგინა, რომელიც ციფრული კამერისა და სმარტფონის ფუნქციებს ითავსებს. მოწყობილობა Lumix DMC-CM1-ის ერთგვარი „შთამომავალია“, რომელიც მარკამ 2 წლის წინ გამოუშვა და ის ანდროიდის სისტემაზე მუშაობს.
ხელოვნური ინტელექტისა და რობო-ტექნიკის განვითარების გამო, 2020 წლისთვის სამსახურს დაახლოებით 5 მილიონი ადამიანი დაკარგავს - სწორედ ასეთი დასკვნები კეთდება საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის შედეგად.
კომპანიამ SplashData გასული წლის 25 ყველაზე პოპულარული პაროლი გამოაქვეყნა. პირველ და მეორე ადგილებზე, ისევე, როგორც 2014-ში პაროლები „123456“ და „password“ იმყოფება. მესამე პოზიცია ციფრების კომბინაციამ „12345678“, მეოთხე კი ცნობილმა „qwerty“-მ დაიკავა.