LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ, Apple-მა, Samsung-მა, Volkswagen-მა, Microsoft-მა და Sony-მ ვერ გაიარეს ტესტები, რომლებიც აჩვენებს, რომ კობალტი მათი მოწყობილობებისთვის ბავშვებისთვის შეუფერებელი შრომის შედეგად მოიპოვეს.
სტრასბურგის ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამუშაო საათების განმავლობაში, დამქირავებელი სოციალურ ქსელში თანამშრომლების მიმოწერას გააკონტროლებს. ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული კანონი ელექტრონულ ფოსტასაც შეეხება.
კომპანია Philips -მა პორტატული აკუმულატორი წარმოადგინა, რომელიც ერთი შეხედვით სუნამოს ფლაკონს ჰგავს. სიახლეს Power Potion 3000 ჰქვია და ის როგორც IOS, ისე ანდროიდ-მოწყობილობებთან არის თავსებადი.
Microsoft-ის მორიგი სმარტფონის - Lumia 650 -ის პრეზენტაცია 1 თებერვალს შედგება. ასევე ცნობილი ხდება, რომ ის შესაძლოა Lumia-ს ხაზში უკანასკნელი სმარტფონიც იყოს.
მეცნიერებმა სპეციალური აპლიკაცია შექმნეს, რომლის საშუალებითაც სმარტფონის დაკავშირება ამა თუ იმ მოწყობილობასთან იქნება შესაძლებელი, ეს ყველაფერი კი კამერის საშუალებით.
სამხრეთკორეელმა მეცნიერმა რობოტი, სახელად Drinky შექმნა, რომელიც მარტოხელა ადამიანებს ყველაზე უიმედო მდგომარეობიდან გამოიყვანს. თუ გვერდით არცერთი მეგობარი არ გყავთ, თქვენ კი დალევა გინდათ, Drinky ყოველთვის მზად იქნება კომპანიონობა გაგიწიოთ.
რეპერმა სნუპ დოგმა კომპანია Microsoft-ს და ბილ გეითსს მიმართა, Xbox Live-ის პრობლემას მიხედოს. ვიდეომიმართვა რეპერმა თავის „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
ბრიტანულმა მწარმოებელმა Vertu, კომპანია „ბენტლისთვის“ ახალი სმარტფონი წარმოადგინა. მოწყობილობის სახელწოდება Signature Touch for Bentley გახდა. გაჯეტს მთელი რიგი ფუნქციები აქვს, მაგალითად „ბენტლის“ ყველა მოდელთან ინტეგრაცია, მოპარვის შემთხვევაში სრული ბლოკირება ან ინფორმაციის ავტომატური წაშლა.
Facebook-მა აპლიკაცია Mentions ანდროიდის მომხმარებლებისთვის გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლით სარგებლობა ვერიფიცირებული ექაუნთების მქონე მფლობელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ის საზოგადო მოღვაწეების პირადი გვერდის სამართავად გამოიყენება.
სიახლე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა გაყიდვაში, დაგარწმუნებთ, რომ თქვენ აღარასოდეს გეძინებათ ზედმეტი. კანადელი სპეციალისტების მიერ შექმნილი მაღვიძარა-ხალიჩა გაიძულებთ საწოლიდან ადგომას.
კომპანია Apple 4 დიუიმიან სმარტფონზე - iPhone 5e მუშაობს, რომელიც iPhone 5s-ის გაუმჯობესებული ვერსია იქნება. ასო „е“-ს სრული სახელწოდება მოწყობილობას სიტყვიდან - „enchanced“ ექნება, რაც ინგლისურად „გაუმჯობესებულს“ ნიშნავს.
კომპანია Sony Mobile Communications ახალი სმარტფონის, Xperia Z5 Pink-ის გამოსვლა დააანონსა. მოდელის ტექნიკური მახასიათებლები უცვლელია, მწარმოებელი არ აზუსტებს ვადებს, ასევე გამოსვლის მიახლოებით დროს.
TP-LINK უმეტესად ქსელური აღჭურვილობით არის ცნობილი (უსადენო როუტერები და ა.შ.), თუმცა, როგორც ჩანს, კომპანია მეზობელი ბაზრის დაპყრობასაც გეგმავს, რომელიც მარკის Neffos სახელით გამოვა.