მედია: ბორის ჯონსონი აპირებს, სასწრაფოდ ეწვიოს კიევს
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურები განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე უსაფრთხოების სამსახურები განიხილავენ, რამდენად შესაძლებელია ასეთი მოგზაურობა.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელს და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მან ჩინეთს რუსეთის შეჭრის დაგმობისკენ მოუწოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პუტინის გამარჯვება იქნება დაშინების ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოსავლეთ ევროპაში ბალტიიდან შავ ზღვამდე და ამასთანავე, ეს იქნება მწვანე შუქი ავტოკრატებისთვის მსოფლიოს მასშტაბით.
"მათ ასევე აქვთ ჩვენი სრული მხარდაჭერა მოლაპარაკებებში" - წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.