10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, არასრულწლოვანი, 17 წლის დავით ნარიმანიძე გარდაიცვალა.
როგორც საქმის პროკურორი ქეთი სონიძე აცხადებს, დაკავებული 17 წლის დ.პ. მრავალფეროვანი კრიმინალური ისტორიის მქონე არასრულწლოვანია და ახლაც გირაოს პირობების ქვეშ იმყოფება.