ხუდადოვზე მოკლული, 17 წლის მოკლული დავით ნარიმანიძის დეიდა, თეა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებს.
დავით ნარიმანიძის დეიდა წერს, რომ დავითს სამშაბათს, 15 სექტემბერს დაკრძალავენ.
„დასრულდა ჩემი სიცოცხლე დღეიდან….ჩემო როგორ არ შეგვარგეს ბედნიერი ცხოვრება დეი, ავკუწავ შენზე ხელის ამწევს. ჩემო ლამაზო ბიჭო…
მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის გულთან მიტანაში ხალხნო, დავწერ მისამართს.
პეტრე ბაგრატიონის 55. დაკრძალვა ტაძრიდან 2 საათზე სახლიდან 11 საათზე, გადასვენება სამშაბთს 15 სექტემბერს,
ტაძრის მისამართი, სააკაძის ქუჩა. არჩილი და ლუარსაბის ტაძარი. სვანეთის უბანი,“ – წერს ეკა მხატვრიშვილი.
თბილისში ხუდადოვის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, დაკავებულ არასრულწლოვანს დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
