LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ დიდი ძალა მომეცით“ – ხუდადოვზე მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა კუპატაძეს მიმართავს

1192
ეკა მხატვრიშვილი

რამდენიმე დღის წინ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი მოკლული გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს მადლობას უხდის.

„მადლობა ქალბატონ ეკა კუპატაძეს ჩემი ტკივილის გაზიარებისთვის. დღეს თქვენ დიდი ძალა მომეცით. მადლობა თქვენ და სრულიად საქართველოს, მე ვგრძნობ თქვენ გვერდით ყოფნას“, – წერს ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში.

10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მიყენებული რამდენიმე ჭრილობის შედეგად, არასრულწლოვანი, 17 წლის დავით ნარიმანიძე გარდაიცვალა.

 დაკავებულ დ.პ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ“ – რას წერს გარდაცვლილი 17 წლის და­ვით ნა­რი­მა­ნი­ძის დედა

„სადღეგრძელოს დროს ბრალდებულმა შენიშვნა მისცა ნარიმანიძეს, რატომ არ დგებოდა ფეხზე, ნარიმანიძე კი იძულებით დადგა მის გვერდით, რის შემდეგაც ბრალდებულმა შესთავაზა, მოშორებით გასვლა, სადაც ჭრილობები მიაყენა“ – პროკურორი არასრულწლოვანის მკვლელობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები