LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდაიცვალა ნატაშა რეი, ჟურნალისტი რომელიც ამტკიცებდა, რომ ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცია

558
page

56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგი ჟურნალისტი და ბლოგერი, ნატაშა რეი. ის ცნობილი გახდა იმ ხმაურიანი განცხადებებით, რომლის მიხედვითაც, თითქოს საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი მამაკაცი იყო. ეს სკანდალური თეორია რეისა და ბლოგერ, ამანდინ რუას მიერ 2021 წელს გავრცელდა.

ბრიჯიტ მაკრონი სასამართლოში მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ფოტომასალას წარადგენს იმის დასადასტურებლად, რომ ის ნამდვილი ქალია

რეის ადვოკატის განცხადებით, ბლოგერი 13 სექტემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების დღესვე ადვოკატმა განაცხადა, რომ რეიმ ბრიჯიტ მაკრონისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე „ცილისწამების საქმეში“ საბოლოო სამართლებრივ გამარჯვებას მიაღწია.

საქმე რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2024 წლის სექტემბერში პარიზის სასამართლომ რეი და ამანდინ რუა ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო, თუმცა 2025 წლის ივლისში პარიზის სააპელაციო სასამართლომ ისინი გაამართლა.

ბრიჯიტ მაკრონმა ჟურნალისტებთან სასამართლო დავა წააგო, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ის მამაკაცად დაიბადა და 1980-იან წლებში ტრანსგენდერი ქალი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები