„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, Saint Laurent-ის მორიგი შთამბეჭდავი ჩვენება გაიმართა, რომელმაც მოდის სამყაროსა და შოუბიზნესის არაერთ ცნობილ სახეს მოუყარა თავი.
როზი ჰანგტინტონ-უაიტლი ბუნებრივ იერს დაუბრუნდა – 38 წლის მოდელი „ვოგის“ გარეკანზე
სტუმრებს შორის იყვნენ როზი ჰანტინგტონ-უაითლი, კარლა ბრუნი, კრისტინა რომანოვა, ქეით მოსი, ზოე კრავიცი, დონატელა ვერსაჩე, ევა ჰერციგოვა, ზოი სალდანა, რემი მალეკი და სხვა ცნობილი სტუმრები…
განსაკუთრებული ყურადღება 39 წლის სუპერმოდელმა და ჯეისონ სტეთჰემის მეუღლემ, როზი ჰანტინგტონ-უაითლიმ მიიქცია. მან ღონისძიებაზე გამჭვირვალე, მაქმანებით გაფორმებული კაბა მოირგო, რომლის მთავარი ეფექტი ე.წ. „სველი ქსოვილის“ ვიზუალი იყო.
როზის გამოჩენას კვლავ მოჰყვა არაერთი კომენტარი. საზოგადოებაში ისევ გააქტიურდა საუბარი მოდელის მიერ გადაჭარბებული ფილერების გამოყენების შესახებ.
„ისევ ზედმეტი ფილერი მოუვიდა?!“, „როგორი შეცვლილია“, „მუდამ ბუნებრივი იყო“, – არ წყდება კომენტარები
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს მოდელმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც პუბლიკის წინაშე საკმაოდ შეცვლილი სახით გამოჩნდა.
„ალბათ მიხვდება და დაიბრუნებს უწინდელ იერს“ – როზი ჰანგტინტონ-უაიტლის უახლესი ფოტოები


