ნიუ-იორკში ახალი ექშენ-ბლოკბასტერის – Matchbox: The Movie მსოფლიო პრემიერა შედგა.
წითელ ხალიჩაზე მთავარი ყურადღება მსახიობმა, ჯესიკა ბილმა მიიპყრო, რომელიც ღონისძიებაზე Dolce&Gabbana-ს შავი ლუქით წარდგა.

საღამოს განსაკუთრებული ინტრიგა ბილის მეუღლემ, მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა შესძინა. მიუხედავად იმისა, რომ მას წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებთან არ გაუვლია, კინოთეატრში შესვლისას მეუღლის მხარდასაჭერად მაინც გამოჩნდა.

გრანდიოზულ პრემიერას ასევე დაესწრნენ ფილმის სხვა ვარსკვლავები და შემოქმედებითი გუნდის წევრები, მათ შორის: ჯონ სინა, სემ რიჩარდსონი, ტეონა პარისი და არტურო კასტრო.

Matchbox: The Movie Apple Original Films-ისა და Mattel Studios-ის ერთობლივი ექშენ-ბლოკბასტერია, რომელიც დაფუძნებულია Matchbox-ის საკულტო სათამაშო მანქანების 70-წლიანი ისტორიითა და იმ ინოვაციური ხედვით, რომელმაც თაობების ფანტაზია შეცვალა. ფილმი Apple TV-ზე, 9 ოქტომბერს გამოვა.