LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯგუფ Nazareth-ის ვოკალისტი, დენ მაკაფერტი გარდაიცვალა

97
UntitledHGHGFG

შოტლანდიური როკ-ჯგუფის, Nazareth-ის ვოკალისტი, დენ მაკაფერტი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, 2013 წელს მაკაფერტიმ განაცხადა, რომ  მას ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული დაავადება და კუჭის წყლული ჰქონდა, სწორედ ჯანმრთელობის პრობლემების გამო შეწყვიტა მან მოღვაწეობა. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, ჰარდ-როკ ბენდი 1968 წელს შეიქმნა, ის არაერთი ჰიტის ავტორია, მათ შორის: Love Hurts, Hair of the Dogwhere, where are you now და ა.შ…. ბენდი 2017 წელს საქართველოში იმყოფებოდა და ბათუმში კონცერტი გამართა. ჯგუფმა 70-იანი წლების ცნობილი ჰიტები შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები