LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპმა დეკორატიული მცენარის ფოთოლი პირდაპირ კედლიდან მოწყვიტა და შეჭამა – უახლესი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება

141
page

ჯონი დეპის უცნაურმა საქციელმა, ლას-ვეგასში გამართულ წვეულებაზე, სტუმრებისა და ფოტოგრაფების ყურადღება მიიპყრო. 63 წლის მსახიობმა ღონისძიების დროს დეკორატიული მცენარის ფოთოლი პირდაპირ კედლიდან მოწყვიტა და შეჭამა.

შემთხვევა შაბათს, ლას-ვეგასში მიმდინარე, Drink Las Vegas-ის ფარგლებში გამართულ წვეულებაზე მოხდა. ღონისძიება დეპის რომის ბრენდის, Three Hearts-ისადმი იყო მიძღვნილი.

„კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავი ფოტოგრაფების წინაშე მუქ ფერებში გამოწყობილი სამოსით პოზირებდა.

ერთ მომენტში დეპმა ფოტოგრაფებთან პოზირება შეწყვიტა და დეკორატიული გამწვანებით დაფარულ კედელთან მივიდა. მსახიობმა სახე ხელოვნურ მცენარეებს მიადო, შემდეგ კი იქიდან ერთი ფოთოლი ამოგლიჯა და მისი ჭამა დაიწყო.

დეპის უახლესმა ვიდეომ მსოფლიო მედია მოიცვა, თუმცა ჯერ კვლავ ამოუხსნელად რჩება დეპის უცნაური საქციელის მიზეზი.

სასწაული გარდასახვა – ჯონი დეპის ფოტოები ფილმის „სა­შო­ბაო სიმ­ღე­რის“ გადასაღები მოედნიდან

62 წლის ჯონი დეპი „ოსტატი და მარგარიტას“ ეკრანიზაციაში მთავარ როლს შეასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები