მედიაში ლედი გაგას ახალი ფოტო გავრცელდა. კრემისფერ „თრენჩში“ გამოწყობილ არტისტს ხელში ახალშობილი უჭირავს.
„ლედი გაგას პატარა უკვე რამდენიმე თვისაა, ის მისთვის იავნანებს წერს და მას უმღერის“, – აცხადებს წყარო. მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.
„ყველაზე მეტად ის მინდა, რომ დედა გავხდე. ეს ჩემი შემდეგი მთავარი როლია“, – ეს სიტყვები ლედი გაგას ეკუთვნის, რომელიც „გვიანი ღამის შოუს“ წამყვანთან, სტივენ კოლბერტთან, გასული წლის ოქტომბერში წარმოთქვა.
სოციალურ ქსელებსა და მედიაში უკვე გავრცელდა ვარაუდი, რომ ბავშვი სუროგატი დედის დახმარებით მოევლინა სამყაროს. ამის მიზეზად ლედი გაგას ბოლო პერიოდის აქტიური საჯარო ცხოვრება სახელდება. მომღერალი ხშირად გამოდიოდა სცენაზე და სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებას ესწრებოდა, თუმცა, მისი შესაძლო ორსულობის შესახებ საჯაროდ არ გავრცელებულა ინფორმაცია.
40 წლის ლედი გაგა დედა პირველად გახდა – მედიაში უახლესი ფოტოები ვრცელდება
