LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეათე სართულიდან მოწყდა“ – ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც კორპუსში ლიფტი ჩაწყდა

2865
პოლიცია

თბილისში, სანზონაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში 6 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ყველა მათგანი კონტაქტურია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები დახმარებას ადგილზე უწევენ.

ადგილობრივების ცნობით, ლიფტი მეათე სართულიდან მოწყდა და პირველზე შეჩერდა.

მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები