29 სექტემბერს, ღამით, სანზონაში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული მოზარდები, რომლებიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ, ბინაზე გაწერეს. ამის შესახებ კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩაწყდა, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა – რა ვითარებაა ადგილზე
კლინიკური დირექტორის თქმით, მოზარდებს სერიოზული დაზიანება არ აღენიშნებოდათ.
„ერთს მუხლზე, მეორეს კი წვივზე ჰქონდა დაბეჟილობა. სამივე მოზარდი იყო“,- აღნიშნა ლალი ტურძელაძემ.
თვითმხილველების თქმით, ლიფტში სულ 6 პირი იმყოფებოდა, მათგან 5 მოზარდი იყო. თვითმხილველების თქმითვე, ლიფტი მეცხრე სართულიდან ჩაწყდა.
„მეათე სართულიდან მოწყდა“ – ახალი დეტალები სანზონიდან, სადაც კორპუსში ლიფტი ჩაწყდა
