სანზონაში, საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩაწყდა. შემთხვევის დროს ლიფტში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დაშავდნენ და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწოვანია. დაშავებულებს ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებათ. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
გამგებლის მოადგილის თქმით, ლიფტის დაზიანების თაობაზე გამგეობითვის არავის მიუმართავს. მომხდარის მიზეზს გამოძიება დაადგენს.
„სამგზავრო ლიფტი ავარიულად დაეშვა, რომელშიც იმყოფებოდა 6 მოქალაქე. სამწუხაროდ, დაზიანებები მიიღეს. აქედან სამი მოქალაქე არის გადაყვანილი საუნივერსიტეტო კლინიკაში, „ჯერარსში“ არის გადაყვანილი ორი მოქალაქე. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე ერთმა უარი განაცხადა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე. გამოძიება დაადგენს, რა მოხდა, რასთან გქონდა საქმე.
რაც შეეხება გამგეობას, გამგეობაში მომართვიანობა არ ყოფილა. ეს არის შედარებით ახალი კორპუსი, 2013 წელს არის ექსპლუატაციაში მიღებული. შესაბამისად, ამხანაგობა შექმნილია, მაგრამ გამგეობაში არცერთ საკითხზე არ მოუმართავს თავმჯდომარეს“, – აცხადებს ნაძალადევის რაიონის გამგებლის მოადგილე რეზო გოგოლიშვილი „რუსთავი 2“- თან საუბრისას.
