ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი კვლავ ბრუნდებიან ეკრანზე. მსახიობები საკულტო ფილმის, „მუმიის“ მეოთხე ნაწილის გადასაღებ მოედანზე პირველად დააფიქსირეს.
ფრეიზერი, რომელიც ფილმში კვლავ თავგადასავლების მოყვარული, რიკ ო’კონელის როლს ასრულებს, ინგლისის საგრაფოში მდებარე ყოფილ სამხედრო ბაზაზე გადაიღეს. 57 წლის მსახიობი გადაღებებზე კარგ ხასიათზე ჩანდა, გადაღებების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და უნდა აღინიშნოს, რომ შესანიშნავ ფორმაშიც გახლდათ.
რაც შეეხება რეიჩელ ვაისს, მსახიობი ფილმის სხვა სცენებზე ლონდონში მუშაობდა. ეველინ კარნაჰანის როლის შემსრულებელი ბრიტანეთის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღეს.
ცნობისთვის, „მუმიის“ ახალი ნაწილის რეჟისორები, ტაილერ ჟილეტი და მეტ ბეტინელი-ოლპინი არიან. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2027 წლის 15 ოქტომბერს იგეგმება.
„მუმია“ ბრუნდება – ბრენდან ფრეიზერი და რეიჩელ ვაისი 17 წლის შემდეგ კვლავ მთავარ როლში იქნებიან
ვიდეო: ბრენდან ფრეიზერი და დუეინ ჯონსონი Variety-ის ობიექტივში
ოსკაროსანი ბრენდან ფრეიზერი „არმანის“ ჩვენებას დაესწრო და ის შესანიშნავ ფორმაშია
