3 დეკემბერს „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალის, „სიამაყე და ცრურწმენის“ პრემიერა შედგება. პლატფორმამ პერსონაჟების ახალი ფოტოები და პირველი ვიდეო გაავრცელა. ელიზაბეთ ბენეტის როლში ემა ქორინს, ხოლო მისტერ დარსის როლში ჯეკ ლაუდენს ვხედავთ.
ჯეინ ოსტინის რომანის მიხედვით გადაღებული მინი-სერიალი 6 ეპიზოდისგან შედგება. პროექტის რეჟისორი ევროს ლინია.
Netflix-ის განცხადებით, ახალი ეკრანიზაცია მაქსიმალურად მიჰყვება წიგნს და ეცდება, რომ ეს ეპიკური ისტორია მაყურებელთა ახალ თაობას გააცნოს.

