LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანატრი ვაჟით გაბედნიერებული 59 წლის ვენსან კასელის უახლესი ფოტოები

167
page

59 წლის ფრანგმა მსახიობმა, ვენსან კასელმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული იშვიათი და თბილი ფოტო გამოაქვეყნა. კადრში მსახიობი ერთ წლის ვაჟთან, კაეტანოსთან ერთად სკეიტბორდზე სრიალებს.

ფოტო კასელის რჩეულმა, 29 წლის ბრაზილიელმა მოდელმა, ნარა ბაპტისტამ გადაიღო. მსახიობი პირად ცხოვრებასა და შვილთან დაკავშირებულ კადრებს სოციალურ ქსელებში არც ისე ხშირად აქვეყნებს, რის გამოც ახალმა ფოტომ მისი გამომწერების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

ვენსან კასელი და ნარა ბაპტისტა ერთმანეთს სამ წელზე მეტია ხვდებიან. გასულ წელს წყვილს პირველი საერთო შვილი, ვაჟი, კაეტანო შეეძინა, რომელიც მსახიობისთვის დიდი ხნის ნანატრი ბიჭია.

„ბოლოს და ბოლოს მარადიული სიყვარული იპოვა“ – ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას უახლესი გამოჩენა

შეგახსენებთ, რომ ვენსან კასელი 14 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩიზე. წყვილს ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი ჰყავს. კასელი და ბელუჩი 2013 წელს დაშორდნენ.

ხუთი წლის შემდეგ მსახიობმა მოდელ ტინა კუნაკზე იქორწინა. წყვილს ქალიშვილი, ამაზონი შეეძინა, თუმცა მათი ქორწინება ხანგრძლივი არ აღმოჩნდა, კასელი და კუნაკი 2023 წელს განქორწინდნენ.

ვენსან კასელის თმახუჭუჭა ვაჟი და უმშვენიერესი რჩეული – ნარა ბაპტისტა ახალ ფოტოებს ავრცელებს

„კაეტანოს მამა“ – 59 წლის ვენსან კასელი ორსული ნარა ბაპტისტას ფოტოს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები