„პარიზის მოდის კვირეულზე“ ჰაიდი კლუმის უმცროსი ქალიშვილის, 16 წლის ლუ სამუელის დებიუტი შედგა. მოდელის ქალიშვილი, რომელიც კლუმს ყოფილ მეუღლესთან, მუსიკოს, სილთან, ჰყავს, დედას რამდენიმე ვარსკვლავურ ღონისძიებაზე შეუერთდა.
შაბათს ლუ და 53 წლის ჰაიდი კლუმი Vivienne Westwood-ის ჩვენებაზე პირველ რიგში ისხდნენ.
„ნუთუ ის ჰაიდის ბიოლოგიური შვილია?!“, „დედას არაფრით არ ჰგავს“, „რადიკალურად განსხვავებულები არიან“, – არ წყდება კომენტარები.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ლუ პროფესიონალურ სამოდელო კარიერას ან ზოგადად მოდის ინდუსტრიაში დარჩენას. თუმცა, მის უფროს ნახევარდას, 22 წლის ლენი კლუმს, მოდის სამყაროში უკვე საკმაოდ მყარი პოზიცია აქვს.
ვიდეო: 52 წლის ჰაიდი კლუმის თამამი გამოჩენა „შიშველი კაბით“ „პარიზის მოდის კვირეულზე“
ჰაიდი კლუმისა და მისი ქალიშვილის მორიგი პიკანტური ფოტოსესია