LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საკმაოდ ყოჩაღი დედა აღმოვჩნდი…“ – მარიამ ელიეშვილი

497
მარიამ ელიეშვილი

მარიამ ელიეშვილი, რომელიც თავის პატარა ბიჭუნას, საბას, აშშ-ში, მეუღლესთან ერთად ზრდის, ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება:

„ვფიქრობ, ორივე მშობელს ძალიან გვგავს. შესანიშნავი ბუნების ადამიანია, გაწონასწორებული, სერიოზული, მოსიყვარულე და იმავდროულად, ძალიან ხალისიანი. საბას ორივე ხასიათის ნაზავი აქვს. ხშირად აღნიშნავენ, რომ დიდი კაცის ქცევები აქვს. ამერიკაში დაიბადა და იზრდება, მაგრამ შინაგანად ქართული ხასიათი მაინც ეტყობა.

მიხარია, რომ ჩემს თავში საკმაოდ პასუხისმგებლიანი დედა აღმოვაჩინე, რომელსაც შვილის თითოეული ნაბიჯი ახარებს. ვცდილობ, მის ყოველდღიურობაში ვიყო ჩართული, ყოველდღე ახალი რამ ვასწავლო და ამ პროცესს სიყვარულით წარვუძღვე. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, საკმაოდ ყოჩაღი დედა აღმოვჩნდი. მეც ყოველდღიურად ვსწავლობ ჩემზე გამოცდილი დედებისგან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები