ტელეწამყვანი ნინო კურატაშვილი ახლახან 51 წლის გახდა. ჟურნალ „თბილისელებთან“ ის განვლილ ცხოვრებას აჯამებს:
„51 წლის გავხდი. ასაკს არ ვმალავ და არც წლების მატება მაშინებს. ასაკის დამალვის შინაარსს ვერ ვხედავ, პირიქით, მადლობა ღმერთს ყველა წლისა და დღისთვის. ის უფრო სასიამოვნოა, როცა გეტყვიან, რომ წლები არ გეტყობა. ამ 51 წლის განმავლობაში ცხოვრების ბევრი ეტაპი გავიარე და გადავლახე.
როგორ შემიძლია ვთქვა, არ ვარ ბედნიერი-მეთქი, როდესაც მყავს 20 წლის გოგონა და ჩემი შვილის სახით, ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა? როგორ დავიწუწუნო? პირიქით, ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრის, რაც მაქვს და იმ ადამიანების, ვინც გარშემო მყავს. რთული პერიოდები ყველას გვაქვს, მაგრამ თუ ცხოვრებაში სირთულე არ შეგხვდა, ვერც მის გადალახვას ისწავლი, წინ ვერასდროს წახვალ…“
