ცნობილი კომპოზიტორი რუსა მორჩილაძე ხელოვნების ლაბორატორიას ხსნის, სადაც ბავშვებს სიმღერასა და ცეკვას შეასწავლიან.
ჟურნალ „თბილისელების“ რესპონდენტი საუბრობს იმის შესახებ, თუ რატომ მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრი უხარისხო რამ გაკეთდა ქართულ მუსიკალურ სივრცეში:
„თუ ინდივიდუალური მომღერლები არ გაჩნდებიან, დავიღუპებით. ახლა თითქოს ყველა ერთნაირად მღერის, ქუჩაში სამღერი აიტანეს სცენაზე და ეს ძალიან გაპიარდა, ხალხიც ტაშს უკრავს, რადგან სამწუხაროდ, რასაც მიაჩვევ ადამიანებს, იმას უსმენენ.
ხალხს და მსმენელს გაზრდა სჭირდება, ყურში უნდა ესმოდეს კარგი გაკეთებული მუსიკა. ამაში მილიონი პროცენტით ვარ დარწმუნებული. კარგი გაკეთებული მუსიკა ბოლო წლებში მე აღარ მომისმენია. ამას თავისი მიზეზები აქვს, რამდენიმეჯერ ვთქვი და აღარ მინდა განვიკითხო ვინმე და ავი ვიყო (იცინის). მაგრამ, დადგა დრო, ყველა გაკეთებულ საქმეს დაერქვას თავისი სახელი. ამ ბოლო წლებში იმდენი უხარისხო რამ დაიდო, ძალიან ცუდი და უცუდესი კონცერტები გაკეთდა, რომ სამწუხაროდ და სავალალოდ, ჩამოვარდა გემოვნება და მინდა, ხალხმა გაიხსენოს, ის, რასაც ჩვენ, ნამდვილი მუსიკოსები, ვაკეთებდით. ნამდვილად აყვავებული და უმაღლეს კატეგორიაში იყო ჩვენი ქართული სიმღერა, ახლა რაც არის, არის უმსგავსობა და არ მომერიდება ამის ხმამაღლა თქმა“.
