LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივია როდრიგო, ჩაპელ როანი, დოჩი და სარა მაკლაკლენი Rolling Stone-ის გარეკანზე

132
photo-collage.png (1)

ჟურნალმა – Rolling Stone სექტემბრის ციფრული გამოცემა წარადგინა.

სპეციალური ნომრის მთავარი გმირები, თანამედროვე მუსიკის წამყვანი არტისტები – ოლივია როდრიგო, ჩაპელ როანი და დოჩი გახდნენ. მათთან ერთად გარეკანზე ლეგენდარული მომღერალი და ფესტივალ – Lilith Fair-ის დამფუძნებელი, სარა მაკლაკლენიც გამოჩნდა.

ექსკლუზიური პუბლიკაცია მიეძღვნა ოლივია როდრიგოს მიერ ორგანიზებულ და ახლახან გამართულ, სრულიად ქალი შემსრულებლებისგან შემდგარ საქველმოქმედო ფესტივალს – Daisy Chain Fields.

როგორც ,,როლინგ სტოუნის” სტატიაშია აღნიშნული, 29 აგვისტოს კალიფორნიაში გამართულმა ფესტივალმა უდიდესი ფინანსური და სოციალური წარმატება მოიპოვა. ბილეთების გაყიდვიდან და შემოწირულობებიდან, 10 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. ეს თანხა სრულად გადაეცემათ ორგანიზაციებს, რომლებიც ქალთა და გოგონათა უფლებებს იცავენ.

ფესტივალის მასშტაბურობა კიდევ უფრო გაზარდა ფილანთროპმა, მელინდა ფრენჩ გეიტსმა, რომელმაც შეგროვებული თანხა საკუთარი ფონდიდან სრულად გააორმაგა, რის შედეგადაც საბოლოო შემოწირულობამ 20 მილიონ დოლარს მიაღწია.

გამოცემასთან ინტერვიუში არტისტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს სოლიდარობას თანამედროვე შოუბიზნესში.

ოლივია როდრიგომ გაამხილა, რომ Daisy Chain Fields-ის იდეა მას 90-იანების საკულტო ქალთა როკ-ფესტივალის – Lilith Fair შთაგონებით გაუჩნდა. სწორედ ამიტომ, მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო გარეკანზე სარა მაკლაკლენის გვერდით დგომა.

ინტერვიუში, რომელიც ლოს-ანჯელესში ჩაიწერა, არტისტებმა ასევე განიხილეს: მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებული სექსიზმი და მის წინააღმდეგ ბრძოლის გზები, დამოუკიდებელი, ქალი შემსრულებლებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი პლატფორმების შექმნის აუცილებლობა, ერთმანეთის შემოქმედებითი აღფრთოვანება.

ოლივიამ განსაკუთრებით აღნიშნა ჩაპელ როანის ფემინისტური და ქვიარ-აქტივიზმის როლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები