ქუთაისელი მუსიკოსი გიორგი დალაქიშვილი, მეტსახელად „პუშკინა“ ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
იგი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
გასულ წელს გიორგი დალაქიშვილს მძიმე პროგრესირებადი დაავადება დაუდგინდა.
გიორგი დალაქიშვილის შემოქმედებითი საქმიანობა ქუთაისის საკლუბო კულტურას, მათ შორის, კლუბებს – Bude-სა და Reflector-ს უკავშირდებოდა.
მისი მუსიკალური გემოვნება House-სა და ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებდა.
წლების განმავლობაში, ის მუსიკალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა როგორც ქუთაისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში.
