LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯერ შვილი გარდამეცვალა, შემდეგ კი, ჩემი და თავისი ქორწილის დღეს ავარიაში დაიღუპა…“ – მსახიობ ქეთი ხუციშვილის ოჯახური ტრაგედია

1883
90ee3f3b-8c58-4f52-8ef3-e81a5e867124

მსახიობი ქეთი ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავის ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე საუბრობს:

„ეს თემა შევისისხლხორცე და ჩემი თანამგზავრი გახდა. უბრალოდ, არ მინდა, ხალხს თავი მოვაბეზრო. 24 წლის ასაკში ჩემი უმცროსი და გარდაიცვალა. ეს მოხდა მისი ბედნიერების დღეს, მისი ქორწილის დღეს, ავარიაში დამეღუპა. ეს მოხდა 2008 წლის 2 იანვარს, ჩემი გოგონა 3 თვის ასაკში გარდაიცვალა. ჯერ შვილი გარდამეცვალა, შემდეგ კი – და.

შვილის გარდაცვალების მიზეზი რა იყო?

დეტალებში ვერ მოგიყვებით. არ მიყვარს ამაზე საუბარი.

დღემდე ვმკურნალობ, წამლებს ვიღებ, ფსიქიატრთან დავდივარ, თუმცა გვერდში დამიდგნენ მშობლები, ნათესავები, დები. შვილი რომ გარდამეცვალა, სამი წლის შემდეგ დაიბადა გიორგი. ჩემს შვილს არასდროს ვაგრძნობინებ, რას განვიცდი. ვიცი, რომ მას თავისი ცხოვრება აქვს და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები