Dior-ის ჩვენებამ პარიზის მოდის კვირეულზე მოლოდინს გადააჭარბა.
ისტორიულ ტიუილრის ბაღში გამართული შოუ არა მხოლოდ მომავალი წლის გაზაფხული/ზაფხულის უახლესი კოლექციის პრეზენტაციად, არამედ მსოფლიო დონის ვარსკვლავების ნამდვილ პოდიუმად იქცა.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენების წინა რიგი ყოველთვის მიუთითებს ბრენდის სტატუსზე, მოდის სახლის კრეატიულმა დირექტორმა, ჯონათან ანდერსონმა უდავოდ შეძლო ერთ სივრცეში თანამედროვე კულტურის ყველაზე გავლენიანი სახეები შეეკრიბა, რადგან იქ ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო.
შოუს მთავარი სენსაცია, რიანა გახდა. მან საზოგადოება კიდევ ერთხელ გააოცა თავისი თამამი და ექსცენტრიკული სტილით, რითაც ყველა ფოტოგრაფის ყურადღება მიიპყრო.
ვარსკვლავურ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ: ჯენიფერ ლოურენსი, კეიტ მოსი, მია გოთი, ანია ტეილორ-ჯოი, როსალია და სხვები.
პარიზის მოდის კვირეული 28 სექტემბერს დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გასტანს. კვირეული 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის ქალთა მზა ტანსაცმლის კოლექციების წარსადგენად იმართება.